უკან
14/6/2024

ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი

საკვლევი მასალა- ვენური სისხლი

როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის?

მასალის აღება ხდება დღის პირველ ნახევარში, მშვიდ მდგომარეობაში. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი საკვები, ფიზიკური დატვირთვა, თამბაქო. ქალებში ჰორმონის ბაზალური დონე ისაზღვრება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეებში (3-5) დღეს.

კლინიკური მნიშვნელობა

FSH ასტიმულირებს საკვერცხეებში ფოლიკულების ზრდასა და მომწიფებას. იგი, ასევე, ასტიმულირებს ესტრადიოლის პროდუქციას. მამაკაცებში FSH სპერმის წარმოქმნას აძლევს სტიმულს და ხელს უწყობს ანდროგენის შემბოჭველი ცილების პროდუქციას.

როდის გავიკეთოთ ანალიზი?

მამაკაცებში

·      სათესლეების პირველადი უკმარისობა

·      სათესლეების სტიმულაციის დეფიციტი

·      გენეტიკური დარღვევები ქრომოსომული აბერაციებით(კლაინფელტერის სინდრომი)

·      ტესტიკულური ფემინიზახიის სინდრომი

ქალებში: 

·      საკვერცხის პირველადი უკმარისობა

·      საკვერცხის სტიმულაციის დარღვევა

·      პოლიკისტოზური საკვერცხეები

·      მენსტრუალური დარღვევები

·      ამენორეა

·      მენოპაუზის სინდრომის შეფასება


გაზიარება

უახლესი

2/2/2026

ნიპაჰის ვირუსი

რა არის ნიპაჰის ვირუსი და როგორ ვრცელდება იგი? ნიპაჰის ვირუსი მედიცინისთვის შ...

მეტის წაკითხვა
3/2/2026

მექანოთერაპია - ბინაზე გამოძახებით

...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025